ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
მწვანე არქიტექტურა (რეალიზებული)
სტუდენტური პროექტი
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
ქალაქგეგმარებითი პროექტი



webmaster@archistyle.ge
   
 

 

sponsori

 

mxardamWerebi

Untitled Document

დაჯილდოების ცერემონია

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი "STYLE"-ს ორგანიზებით ჩატარდა თბილისის მეექვსე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი


ფესტივალის ფარგლებში: 2017 წლის 10 დეკემბერს - გაიმართა მე-12 საერთაშორისო კონკურსში - "არქიტექტურული პრემია 2017" - გამოვლენილი საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები:

საერთაშორისო კონკურსის
სპონსორები:
კომპანია "სკალა ჯგუფი", რომელიც ერთ სივრცეში გთავაზობთ ფართის კეთილმოწყობისთვის საჭირო  პროდუქტისა და მომსახურების სრულ სპეტრს
 

კომპანია ორიონი. ევროპაში ერთ-ერთი  უმსხვილესი

დეკორატიული სანათების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია.  საქართველოში ორიონის ოფიციალური   წარმომადგენელია  "სინათლის სახლი ორიონი"  

საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერები არიან:

ინტერიერის და ექსტერიერისთვის განკუთვნილი მასალების იმპორტიორი კომპანია  - ალიანსი

ლანდშაფტის დიზაინის და საბაღე ცენტრის კომპანია -  გრინლენდი

კახური ტრადიციული მეღვინეობა,

კომპანია «ბაგრატიონი»

ფოტო უზრუნველყოფა  –  ნათია ჯანელიძე,

მედია მხარდამჭერები - რადიო « ფორტუნა» და «ფორტუნა + »

  ინტერნეტპორტალი « ფოურ ჰოუმ ჯე».

 

  საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2017" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.

  • საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
  • საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
  • საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
  • საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2016".
  • საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა ჟიურისა (პროფესიული ) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.

საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  • საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  • სტუდენტური პროექტი
  • არქიტექტურული პროექტები
  • ქალაქგეგმარებითი პროექტი
  • მწვანე არქიტექტურა (რეალიზებული)

არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:

  • პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
  • ლაურეატის დიპლომი;
  • პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.

ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია -ს ლაურეატებიც იყვნენ.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა.

სულ დაფიქსირდა 130 მონაწილე.

წარმოდგენილი იქნა 175 ობიექტი.

"არქიტექტურული პრემია 2017" - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისთვის.

 ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის" არქიტექტურული პრემია 2017" ერთ-ერთი ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ"არქიტექტურული პრემია 2017"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ჟიურის წევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით ობიექტურად შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები.

ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა სამი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.

10დეკემბერს  სასტუმროს "ბილთმორის" დიდ დარბაზში , 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.

კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.

დაჯილდოების ცერემონიალი, მიჰყავდა ცნობილ ტელესახელ და წარმყვანს  ნინო არაზაშვილს

გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმნენ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები: ნინო ლაღიძე და დიმიტრი მოსულიშვილი.

ნომინანტთა დაჯილდოებისას საქართველოს არქიტექორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სფეროში მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის  ფაკულტეტის  პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი  ბატონი მერაბ ჩხენკელი

საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორი,  არქიტექტურის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის  პროფესორი,  ბატონ ლევან  ბერიძე.

პროექტის ავტორებს ასოციაციის ჯილდოები გადასცეს:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამარ ტალიაშვილმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა,  ქალბატონი ნინო გვენცაძემ.

მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული პროექტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.

ყველა ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესეს:

კომპანიებმა:

,,კაპაროლმა,,

სკალა ჯგუფმა, ალიანსმა,

გრინლენდმა, ორიონმა,

კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ

ინტერნეტპორტალმა « სახლი და დიზაინი" 

დაჯილდოების მსვლელობისას წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემიის"  მიმოხილვა 2006 წლიდან დღემდე".

დასასრულს, აღნიშნა საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის მნიშვნელობა და შემდგომი საერთაშორისო არქიტექტურის  კონკურსი  - "არქიტექტურული პრემია 2018" გახსნილად გამოაცხადა. დაჯილდოების ბოლოს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.

კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და არქიტექტურული პროექტების პრეზენტაციის ამსახველი მასალა გამოქვეყნდება ჟურნალი "სტილის" 63-ე  ნომერში.  

პროექტი გრძელდება. "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია"და ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2018" -ში მონაწილეობის მისაღებად.

 

მისამართი:
თბილისი, 0186, ვაჟა–ფშაველას გამზირი №70ა
მობ: +995 593 427473; 599 105 603
E-mail. laghidze.n@gmail.com
www.archiaward.com; www. archias.ge