ავლაბრის მეტროსადგურის პავილიონის რეკონსტრუქცია

Author: ოთარ სულაბერიძე
Area: 1000 m2
Architectural project (Building or Complex)
ავლაბრის მეტროსადგურის პავილიონის რეკონსტრუქცია
Author: ოთარ სულაბერიძე
Area: 1000 m2

Location: თბილისი, ავლაბარი

ავლაბრის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი 1967 წელს გაიხსნა და ქალაქი გააერთიანა გრძივად. არქიტექტურა კონსტრუქცივიზმის სტილში გადაწყდა. შემდგომ პერიოდებში შენობა არაერათხელ გადაკეთდა. 2006 წელს გარემონტდა ესკალატორის ნაწილი, ხოლო ფასადის ზედაპირზე აშენდა მწვანე კედელი. დღესდღეობით, შენობის ინტერიერი და ექტსერიერი ითხოვს რესტავრაციასა და განტვირთვას არასაჭირო ელემენტებისგან. ჩვენი გუნდის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა მეტროს პირვანდელი სახე და სიმარტივე ინტერიერში. ასე აღვადგინეთ მინის ფასადი, ვესტიბულში შესასვლელი ტამბურის გადახურვა და ცოკოლი. ინტერიერში უმეტესი მოპირკეთება იყო დაზიანებული და მისი კვალი დაკარგულია. ჩვენ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა სიმარტივე ინტერიერში, ამიტომ მოვიფიქრეთ მიმზიდველი მოცულობა - გადახურვა, რომელიც აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს. ახალი მოცულობა კვ.მ-ზე 7 კგ-ზე ნაკლებია და მაგრდება შეკიდული ელემენტების მეშვეობით ძველი გადახურვის კონსტრუქციაზე. იატაკში ჩაშენებულია სპეციალური სანავიგაციო ხაზები, ფეხით მოსიარულეთა და მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის. შიდა ნაწილში, პავილიონის კონტურის გასწვრივ მგზავრებისთვის განთავსებულია სკამები. ასევე ინტერიერში არის გათვალისწინებული ადაპტირებული შშმ პირებისთვის საპირპარეშოები. განახლებული მეტროს პავილიონი აღჭურვილია გამართული კონდინციონერების და განათებების სისტემით. ძირითადი მოცულობისთვის შევარჩიეთ პასტელური მუქი აგურის ფერი, რომელიც ასოცირდება ადგილობრივი არქიტექტურის ფერის პალიტრასთან. ჩვენი ამოცანა იყო პავილიონის ინტეგრაცია განახლებული მოედნის ტერიტორიასთან და მეგობრული და მიმზიდველი სივრცის შექმნა.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration