ღვინის ქარხანა და სასტუმრო კომპლექსი

Author: Tekla Kandelaki
The best student project
ღვინის ქარხანა და სასტუმრო კომპლექსი
Author: Tekla Kandelaki

Location: ლეჩხუმის რაიონის სოფელ ტვიში, საქართველო

ღვინის ქარხანა და სასტუმრო კომპლექსი ლეჩხუმის რაიონის სოფელ ტვიშში ღვინოს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის სასმელი, რომელიც ყველა ხასიათს და ემოციას უხდება. თუ ლხინია, ღვინო უნდა დალიო, თუ უბედურება მოხდა, დარდი ღვინოში უნდა ჩაახრჩო – მე თუ მკითხავთ, დარდისთვის მეტისმეტი პატივია, მაგრამ მაინც, – და თუ შეყვარებული ხარ, ამ საქმესაც ღვინო უხდება: გაგიმართლებს – დალევ, არ გაგიმართლებს – მით უმეტეს, დალევ, აბა, რას იზამ. ხშირად მიფიქრია, რომ არა არქიტექტურა აუცილებლად მეღვინე გავხდებოდითქო, იმდენად დიდი ინტერესი მაქვს მეღვინეობის სფეროსადმი. ეს გარკვეულწილად ჩემი მეღვინე მეგობრების დამსახურებაცაა. სწორედ მათი დამსახურებით დავაგემოვნე პირველად ღვინო „ტვიში“ , რომელიც დღეს ჩემი საყვარელი ღვინოა. ღვინო „ტვიში“ - თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. მას ისტორიულად ლეჩხუმში ამზადებენ. არსებობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა - ტვიში, რომელიც ლეჩხუმში , მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. სწორედ ამ ზონიდან მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული , ნახევრად ტკბილი ღვინო. ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი იმერეთშიც მოდის, მაგრამ ტვიშის დასამზადებლად არ გამოდგება. ღვინოს ის ნიადაგი და კლიმატი ანიჭებს იმ უნიკალურ გემოს. მზადდება ტკბილის არასრული დადუღებით. ღვინო ტვიში ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, ნაზი , ჰარმონიული გემოთი , ხილის ტონებით, ჯიშური არომატითა და სიტკბოთი. ტვიში - სოფელი საქართველოში. რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტსი მდებარეობს ( მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს) . ზღვის დონიდან 400 მეტრზე. ცაგერიდან დაშორებულია 33 კილომეტრით. ცენტრის სიმაღლე - 400 მ. მოსალეობა - 205 კაცი (2014). ეროვნული შემადგენლობა - ქართველები 100% როგორ გაჩნდა იდეა: მაშინ, როდესაც საბაკალავრო პროექტის თემა დანამდვილებით ვთქვი რომ ღვინის ქარხანა უნდა ყოფილიყო, გადავწყვიტე ეს იდეა ჩემი საყვარელი ღვინის სახეობისთვის დამეკავშირებინა. შესაბამისად მოვიძიე ყველა საჭირო წყარო ამ ღვინის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ, დეტალურად შევისწავლე სოფელი ტვიში. ამ პროცესში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ვიდეო რგოლი , რომელიც სოფელი ტვიშის ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეს და ერთადერთ მეღვინე ქალს - მირანდა ჩხეტიანს ეხებოდა. ალბათ, ყველაზე მეტად რაც აღმაფრთოვანებს ადამიანებში, საკუთარი საქმის უპირობო სიყვარულია. სწორედ ეს აღმოვაჩინე მირანდა ჩხეტიანში, რომლის ყველაზე დიდი ოცნება თურმე საოჯახო სასტუმრო და პატარა ღვინის ქარხანა ყოფილა, სადაც ღვინის თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებას შეძლებდა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გამიმრავალფეროვნა ჩემი საბაკალავრო პროექტის კონცეფციის იდეა და გადავწყვიტე მირანდას ოცნებისთვის უფრო მასშტაბური სახე მიმცა. ვფიქრობ რეალობაში ასეთი საზოგადოებრივი სივრცის გაჩენა სოფელში დიდ ინტერესს გააჩენს როგორც ქართველ მოსახლეობაში, ასევე ტურისტებში, დაასაქმევს ბევრ ადგილობრივს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება კიდევ 1 ტურისტული წერტილი , რომლის პერსპექტივაც ნამდვილად აქვს სოფელ ტვიშს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. არის ვაკე ტერიოტრია, გარშემორტყმული მაღალი მთებით. ეს უნიკალური ადგილი იძლევა საშუალებას კომპლექსის საინტერესო განვითარების. მთავარი მიზანი იყო ის, რომ კომპლექსი მაქსიმალურად ჰარმონიულად ჩაწერილიყო არსებულ გარემოში. გადავწყვიტე, ეს მიდგომა მიმეღწია მაქსიმალურად ბუნებრივი მასალების გამოყენებით. მაქსიმალურად ვეცადე არ დამევიწყებინა რეგიონალიზმი და მცირეოდენი შტრიხები ამ მხრივაც შემეტანა. კომპლექსში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე ტერასაზე და პლატფორმაზე მუშაობას, რომელიც ერთგვარ გადმოსახედს ქმნის მდინარეზე და კიდევ უფრო აახლოვებს ადამიანს გარემოსთან. კომპლექსი ახლოსაა ცენტრალურ გზასთან, შესაბამისად შემოსასვლელი დავტვირთვე საპარკინგე ზონით. კომპლექსის ტერიტორია დაქსელილია საფეხმავლო ბილიკებით. ვინაიდან ვაკე ტერიტორიამ საკმაოდ შემიწყო ხელი, ტერიტორიის დიდი ნაწილი დავუთმე ვენახს, რომელიც საინტერესო პანორამას შექმნის დამთვალიერებლებისთვის. მაქსიმალურად ვეცადე შემექმნა თანამედროვე ფორმა. ჩემი მიზანი იყო ახალი კონსტრუქციის შესაბამისობაში მოყვანა არსებულ გარემოსთან. ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ექსტერიერი, რომელიც ქვის კედლებიდან შიგნით შემოიჭრება და მის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration