არქიტექტურული პრემია 2018

ჩვენი სპონსორები

Sponsors
  • გენ.სპონსორი
  • სპონსორი
  • სპონსორი

ჩვენი მხარდამჭერები

საუკეთესო ნამუშევრები

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი "STYLE"-ს ორგანიზებით ჩატარდა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი

მე-7 საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის ფარგლებში:
2018 წლის 15 დეკემბერს - გაიმართა მე-13 საერთაშორისო კონკურსში - "არქიტექტურული პრემია 2018" - გამოვლენილი საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების დაჯილდოების
საზეიმო ცერემონიალი

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები:

საერთაშორისო კონკურსისგენერალური სპონსორი:
„კაპაროლი“

საერთაშორისო კონკურსის სპონსორები:

„კერამა მარაცი ჯორჯია“ - ევროპაში ერთ ერთ ყველაზე დიდი, კერამიკული ფილებისა და კერამოგრანიტის მწარმოებელი ბრენდის
"კერამა მარაცის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია „ორიონი“. ევროპაში ერთ-ერთი  უმსხვილესი
დეკორატიული სანათების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია.  საქართველოში ორიონის ოფიციალური   წარმომადგენელია  „სინათლის სახლი ორიონი“.

საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერები:
სანათების მაღაზიათა ქსელი - ახალი ნათება,

კარ- ფანჯრების, მზისგან საჩრდილობელი, ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია  - „დიო“

პირველი ეკო-მეგობრული კომპანია გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და ვენტილაციის სფეროში და წამყვანი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია - „თერმოინდუსტრია“

იტალიური სანტექნიკის მწარმოებელი კომპანია - „პალაცანი“

„ციტადელი“ - ლიდერი კომპანია სამშენებლო მასალების ბაზარზე, ციტადელის პრიორიტეტია პროდუქციის მაღალი ხარისხი, ფართო ასორტიმენტი და უწყვეტი მარაგი.

ბუნებრივი ქვებისა და ინტერიერისა და ექსტერიერის კარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია - „ზოდი“

ლანდშაფტის დიზაინის და საბაღე ცენტრის კომპანია -  „გრინლენდი“

კახური ტრადიციული მეღვინეობა,

ფოტო უზრუნველყოფა  –  თონო გიორგობიანი

მედია მხარდამჭერები: რადიოები «ფორტუნა» და
«ფორტუნა პლიუსი»

 

საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2018" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.

  • საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
  • საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
  • საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
  • საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2018".
  • საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა ჟიურისა (პროფესიული ) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.

საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  • საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  • სტუდენტური პროექტი
  • არქიტექტურული პროექტები
  • ქალაქგეგმარებითი პროექტი
  • მწვანე არქიტექტურა (რეალიზებული)

არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:

  • პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
  • ლაურეატის დიპლომი;
  • პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

 

საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.

ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია -ს ლაურეატებიც იყვნენ.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა.
სულ დაფიქსირდა 153 მონაწილე.

წარმოდგენილი იქნა 165 ობიექტი.

"არქიტექტურული პრემია 2018" - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისთვის.

ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის" არქიტექტურული პრემია 2018" ერთ-ერთი ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ"არქიტექტურული პრემია 2018"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ჟიურის წევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით ობიექტურად შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები.

ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა სამი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.

15 დეკემბერს სასტუმროს "ბილთმორის" დიდ დარბაზში , 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.
კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.
დაჯილდოების ცერემონიალი, მიჰყავდა ცნობილ ტელესახელ და წარმყვანს ნინო არაზაშვილს გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმნენ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები: ნინო ლაღიძე და დიმიტრი მოსულიშვილი.

ნომინანტთა დაჯილდოებისას საქართველოს არქიტექორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სფეროში მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი მამუკა ზაალიშვილი

საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორი, არქიტექტურის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი, ქალბატონი ნანული თევზაძე

„საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ გადაწყვეტილებით ობიექტის არქიტექტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე სასტუმრო „პარაგრაფის“ შენობის არქიტექტურული პროექტის საავტორო ჯგუფს და საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს გადაეცათ სპეციალური პრიზი.

ასევე „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა მუცოს ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის ავტორი შალვა მელიქიძე და კომპანია „არქიტექსი“.

მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული პროექტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.

კონკურსის ნომინაციების ავტორებს ჯილდოები გადასცეს:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს  სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის  უფროსმა  ნინო გვენცაძემ;

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა;

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა თამარ ტალიაშვილმა;

დამსახურებულმა, ღვაწლმოსილმა არქიტექტორებმა და „არქიტექტურული პრემიის“ წინა წლებში გამარჯვებულმა არქიტექტორებმა.

ყველა ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესეს კომპანიებმა : კაპაროლი, კერამა მარაცი, თერმოინდუსტრია, ახალმა
ნათება, დიო, პალაზანი, ზოდი, ორიონი, გრინლენდი და კახური ტრადიციული მეღვინეობა.

დაჯილდოების მსვლელობისას წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემიის" მიმოხილვა 2006 წლიდან დღემდე".

დასასრულს, აღნიშნა საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის მნიშვნელობა და შემდგომი საერთაშორისო არქიტექტურის კონკურსი - "არქიტექტურული პრემია 2019" გახსნილად გამოაცხადა. დაჯილდოების ბოლოს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.

კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და არქიტექტურული პროექტების პრეზენტაციის ამსახველი მასალა გამოქვეყნდება ჟურნალი "სტილის" 67-ე ნომერში.

პროექტი გრძელდება. "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია"და ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2019" -ში მონაწილეობის მისაღებად.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია