არქიტექტურული პროექტები
მწვანე ქუჩა
ავტორი: დაჩი პაპუაშვილი
მდებარეობა: თბილისი
„მწვანე ქუჩა“ დაპროექტებულია ორ მთავარ ქუჩას შორის დამაკავშირებელ 25 მეტრის სიგრძის და 5 მეტრის სიგანის ღიობისთვის, რომლითაც ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან და უკავშირდებიან მსხვილ, პარალელურ ქუჩებს. საშუალო ტემპით მოსიარულე ადამიანი ამ „ქუჩას“ გადის 40 წამში, პროექტის კონცეფცია მდგომარეობს ამ ადამიანების 40 წამით ბუნებაში მოხვედრა, ქუჩა თავისი სივიწროვის გამო მოქცეული იყო მაღალ და ყრუ კედლებს შორის, რაც უინტერესო და ჯოგჯერ დამთრგუნველიც კი იყო მისი გადაკვეთა. ამგვარი პროექტის სახით ამ გასასვლელს ფუნქციასთან ერთად დაემატა დბუნებაში ფეხით გასეირნების, ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო საშუალება დამატებითი დროის წაურთმევლად. წამიერი განტვირთვა გადატვირთული და ხმაურიანი ქუჩებისგან.