ინდივიდუალური სცხოვრებელი სახლი კიკეთში

ავტორი: რუსუდან თუმანიშვილი. The wall design studio
ფართობი: 500 m2
საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
ინდივიდუალური სცხოვრებელი სახლი კიკეთში
ავტორი: რუსუდან თუმანიშვილი. The wall design studio
ფართობი: 500 m2

მდებარეობა: საქართველო

საცხოვრებელი ინტერიერი/რეალიზებული საპროექტო ფართი მოიცავს დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს.არსებულ ტერიტორიაზე დამკვეთს ეკუთვნოდა დაახლოებით ამავე ფართის სახლი ,რომელშიც რამდენიმე თაობამ გამოიარა. საპროექტო დავალების მიზანი იყო ძველი სახლის ატმოსფეროს და ხასიათის შენარჩუნება, სივრცე დაგეგმარდა ოჯახის თითოეული წევრის აზრის გათვალისწინებით და მათი საჭიროებების მიხედვით. ასევე მთავარი დავალება იყო თანამედროვე და მყუდრო გარემოს შექმნა და არსებულ ლანდშაფტის და ნარგავების გათვალისწინება ინტერიერის დიზაინში. ინტერიერის პროექტირება დასრულდა მშენებლობის დაწყებამდე, რამაც საშუალება მოგვცა ბეტონი მაქსიმალურად სუფთად ჩასხმულიყო, რაც ინტერიერში მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. გამოყენებულია მაქსიმალურად ბუნებრივი და ნატურალური მასალები, ბეტონი,ხე და ფითხი კედლებზე. ჭერზე და კოლონებზე გვხდება შიშველი ბეტონი, ასევე იატაკზე დასხმულია იატაკი ბეტონის ვიზუალით. ფითხი შეღებილია ნეიტრალურ ფერებში ძირითადად. პირველ სართულზე განთავსებულია სამყოფი ოთახი და სამზარეულო გახსნილი გეგმარებით, რომელიც გადის შემინულ ტერასაზე და ასევე სამყოფი და სამუშაო სივრცეებია მოწყობილი, 2 საძინებელი და სამი სველი წერტილი. გარშემო ესაზღვრება ყველა ოთახს ეზოში გამავალი ტერასა და შემოდის ძალიან დიდი დოზით სიმწვანე, რაც გახდა ინსპირაცია ინტერიერის დიზაინის მთავარი აქცენტსი, ზეთისხილისფერი მწვანე, დარაბების და შიდა კარის სახით. გამწვანება და ტყის ატმოსფერო რაც მთლიანად სახლის გარშემოა გრძელდება სახლის შიდა სივრცეში ბუნებრიობის და ფერების შეხამებით. მეორე სართულზე განთავსებულია 4 საძინებელი და გასართობი სივრცე. სახლს აქვს მიწისქვეშა დონეც სადაც მთლიანად განთავსებულია გასართობი ზონები და ტექნიკური ოთახი.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია