სოციალური კონცეფციის მაღაზია ESKI

ავტორი: თაკო უნდილაშვილი - კომპანია Accent by her
ფართობი: 90 m2
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
სოციალური კონცეფციის მაღაზია ESKI
ავტორი: თაკო უნდილაშვილი - კომპანია Accent by her
ფართობი: 90 m2

მდებარეობა: ნატო ვაჩნაძის ქუჩა,თბილისი, საქართველო

სოციალური კონცეფციის მაღაზიის ESKI, რომელიც მდებარეობას ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე. სივრცე დაიყო ოთხ ნაწილად: სოციალური კონცეფციის მაღაზია, სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი, სასაწყობე სივრცე. საერთო ფართი შეადგენს 90კვ.მ. დამკვეთის სურვილისამებრ, 20-ზე მეტი სოციალური საწარმოს 350+ დასახელების ნივთი ერთ სივრცეში განლაგდა ისე, რომ ჰარმონია არ დარღვეულა. პირველ ეტაპზე თითოეულ პროდუქციას წინასწარ შევურჩიეთ ადგილი და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყეთ დიზაინზე მუშაობა. რადგან თავად წარმოდგენილი პროდუქცია იყო მრავალფეროვანი, ნეიტრალური ფონი შევარჩიე. ხის დეტალებისა და მომწვანო-მოცისფრო ფერების კომბინაცია კომპოზიციურად კრავს და გამოკვეთს ნაირფერ ხელნაკეთ ნივთებს. „ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თავად სივრცის შინაარსი, ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით შევუდექით სადიზაინერო პროცესს. აქ წარმოდგენილ თითოეულ ნივთს სოციალური დატვირთვა აქვს და მისი მომხმარებელი ახლებური იდეის გამზიარებელი ხდება - როდესაც პასუხისმგებლიანი შენაძენით შეგიძლია, სამყარო უკეთესი გახადო და დადებითი გავლენა გქონდეს სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. მაღაზიის სივრცეში ოვალური თაღებით შექმნილ სივრცეებს ფონად აქვს განათება. მთავარი აქცენტი ვარდისფერი ჭაღებია, რომელიც დიზაინერმა თავად დაამზადა. ზონირების პრინციპი ისეა მოაზრებული, რომ კომფორტული იყოს კომუნიკაცია, როგორც მომხმარებელსა და მაღაზიის პერსონალს, ასევე მაღაზიის პერსონალსა და ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს შორის. პროექტის კონცეფცია, ვფიქრობთ, ზუსტად პასუხობს ბრენდის შინაარსს - აღნიშული ფართის 1/3 სამუშაო სივრცეა, რამაც დამატებითი კომფორტული გარემო შექმნა სოციალური მეწარმეებისთვის საქმიანი შეხვედრების გასამართად. დიზაინრული აქცენტები ძირითადად გაკეთებულია სამომხმარებლო სივრცეზე ანუ მაღაზიაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სივრცე უნიკალური კონცეფციისა, რომელმაც პირველად გააერთიანა სოციალური მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქცია და შეიძლება ითქვას, თავადაა დიზაინრული ნამუშევარი. შესაბამისად, ვეცადეთ, ფონი ყოფილიყო კომპოზიციურად ხაზგამსმელი და არა ყურადღების გადამტანი. სისადავე კიდევ უფრო გამოკვეთს სოციალურ მეწარმეთა შემოქმედებით ღირებულებას და თვალსაჩინოდ წარმოუდგენს მას მომხმარებელს.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია