ხუდადოვის ტყე-პარკი

ავტორი: ანი ბურდული, თამთა კუპრაძე, მარიამ გოგოჩიშვილი, სანდრო ნავროზაშვილი
ფართობი: 1000000 m2
სტუდენტური პროექტი
ხუდადოვის ტყე-პარკი
ავტორი: ანი ბურდული, თამთა კუპრაძე, მარიამ გოგოჩიშვილი, სანდრო ნავროზაშვილი
ფართობი: 1000000 m2

მდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი (ხუდადოვის ტყე).

ხუდაოვის ტყე მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ქალაქის ჩრდილოეთით ჩუღურეთის რაიონში და დღესდღეობით მოიცავს 100 ჰექტარს. ტერიტორია ხასიათდება რთული რელიეფით, რაც საინტერესო ლანდშაპტს ქმნის. ხუდადოვის ტყე თბილისისთვის საკმაოდ მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, რაც თავის მხრივ აადვილებს მობილობას ქალაქის ნებისმიერი უბნიდან. მას აქვს პოტენციალი შექმნას მთაწმინდის ანალოგი მარცხენა სანპიროზე. ხუდადოვის ტყე-პარკიდან შესანიშნავი ხედი იშლება, აქედან მოჩანს მთელი მარჯვენა სანაპირო, რომელიც მხატვრული ღირებულებით გაცილებით აღემატება მარცხენას. ჩანს მთაწმინდა, ძველი თბილისი და ნარიყალა. პარკზე მუშაობის მთავარ კონცეფციას ლანდშაპტის შენარჩუნება და ტყის აღდგნა წარმოადგენდა, ტერიტორიის შესწავლისა და არსებული ბილიკების გეგმის საფუძველზე ჩამოყალიბდა რელიეფზე მორგებული გეგმარება. ტერიოტიაზე გვხვდება ყველანაირი ფუნქციური ზონა მათ შორის: ბავშთა, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამჯანსაღებელი, გასართობი, გასტრონომიული, მოსასვენებელი სივრცეები. პროექტი დადებით ეფექტს იქონიებს, ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაში. ტერიტორიის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, წიწვოვანი ტყის მასივი, პანორამული ხედები და გაადვილებული მობილობა, ესაა მოცემულობა, რომელიც პერსპექტიულ ხედვაში აუცილებლად შეუწყობს ხელს, მარცხენა სანაპიროზე საქალაქო მნიშვნელობის პარკის გაჩენას.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია