ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი

ავტორი: ლელა ბუქური, მაია კახნიაშვილი
ფართობი: 340 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი
ავტორი: ლელა ბუქური, მაია კახნიაშვილი
ფართობი: 340 m2

მდებარეობა: ამბროლაურის რაიონი, სოფ. ქვედა თლუღში

საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა თლუღში. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს 1200 მ2 ფართის, დახრილი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთს. მისი მიმდებარე ტერიტორია განაშენიანებული არ არის. საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება ინდივიდაუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. სახლი წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას, სარდაფით. მეორე სართული არის მანსარდული ტიპის. სარდაფში განთავსებულია მარანი, ტექნიკური ოთახი (საქვაბე და სხვადასხვა კომუნიკაციების სამართავი სათავსო), დახურული კიბის უჯრედი კარით. პირველ სართულზე განთავსებულია, სასადილო-სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, სველი წერტილი, დამხმარე სათავსო (საკუჭნაო), კიბის უჯრედი. სამზარულოს მხრიდან არის ღია ტერასა, რომლის იატაკიც წარმოადგენს სარდაფის გადახურვას. მეორე სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი, სამუშაო ოთახი, სველი წერტილი და დამხარე სათავსო (საგარდერობო).

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია