ვილა წავკისში

ავტორი: თორნიკე დადიანი _ Dadiani Architects
ფართობი: 820 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
ვილა წავკისში
ავტორი: თორნიკე დადიანი _ Dadiani Architects
ფართობი: 820 m2

მდებარეობა: წავკისის ველი, თბილისი, საქართველო

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელ წავკისში. ტერიტორია შეადგენს 1769 კვ.მ. საპროექტო მიწის ნაკვეთი ქანობიანია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, შესაბამისად შემუშავდა არქიტექტურული პროექტი რომელიც დონეებად არის განვითარებული და წარმოადგენს ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს, ცალკე მდგომი დახურული ავტოსადგომითა და აუზით, რომელსაც მიწისქვეშ განთავსებული აქვს დამხმარე სათავსები და აუზის მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკური ოთახი. შენობის მოსაპირკეთებელ მასალებს წარმოადგენს დეკორატიული ლესვა ბეტონის ფაქტურით და თეთრი ფერის წყალგამძლე საფასადე საღებავით შეღებილი კედლები.ღიობები შეივსება შავი ფერის ალუმინის პროფილიანი ვიტრაჟით, ხოლო მოაჯირებად მოეწყობა ნაწრთობი მინა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს საპროექტო ტერიტორიას ემიჯნება კერძო მიწის ნაკვეთები, ჩრდილოეთის მხარეს ესაზღვრება ქუჩა, ხოლო სამხრეთის მხარეს წარმოადგენს ხევი. წითელი ხაზების მიჯნებზე მოეწყობა 1.80 მ-ის სიმაღლის ღობე, რომელიც თავისმხრივ არქიტექტურული პროექტის ერთიან ნაწილს წარმოადგენს. შენობის სახურავზე მოეწყობა ბრტყელი (რბილი) გადახურვა, რომლიდანაც ატმოსფერული ნალექების გადადინება მოხდება შენობის კედლებში ჩაყოლებული უხილავი წყლის მიმღებებით.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია