მელიქ აზარიანცის სახლის რესტავრაცია/რეკონსტრუქცია რეაბილიტაციის პროექტი

ავტორი: გიორგი სულაბერიძე
ფართობი: 13650 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
მელიქ აზარიანცის სახლის რესტავრაცია/რეკონსტრუქცია რეაბილიტაციის პროექტი
ავტორი: გიორგი სულაბერიძე
ფართობი: 13650 m2

მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზ.

„მელიქ აზარიანცის სახლის“ სახელით ცნობილი შენობა, თბილისის ერთ-ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. იგი დედაქალაქის მთავარი არტერიის რუსთაველის გამზირის დამაგვირგვინებელ ობიექტს წარმოადგენს. იგი აიგო 1912-1915 წლებში. პროექტის ავტორია, წარმოშობით პოლონელი არქიტექტორი- ნიკოლოზ ობოლონსკი, რომელიც თბილისში ამ ერთადერთი ნამუშევრით არის ცნობილი. შენობის მფლობელი იყო I გილდიის ვაჭარი- ალექსანდერე მელიქ-აზარიანცი, პროფესიით გეოლოგი. ნაგებობა წარმოადგენდა საშემოსავლო სახლს და მდებარობდა მაშინდელი ქალაქის გარეუბანში. იგი იმდროინდელ თბილისში გამოირჩეოდა და ეხლაც გამოირცევა თავისი მასშტაბური ზომებით. ასევე იმ დროისთვის მშენებლობის მაღალი ხარისხით. შენობა თბილისური მოდერნის სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შემდგომ პერიოდებში შენობა არაერთხელ გადაკეთდა. ყოფილი რესპუბლიკის მოედნის მშენებლობისას აივნების დაფარვის მიზნით გაუკეთდა ახალი, იმ დროისთვის დამახასიათებელი მიშენებები. თუმცა მთავარ ფასადზე თითქმის არაფერი შეცვლილა. მოგვიანებით შენობის ნაწილი დაიწვა და უხეში ჩარევით მოხდა სახურავის აღდგენა. დღესდღეობით, შენობის ინტერიერი და ექსტერიერის ნაწილი, ძირითადად შიდა ეზოს მხარეს, ითხოვს რესტავრაციასა და განტვირთვას არასაჭირო ელემენტებისგან. ჩვენი გუნდის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა მისი პირვანდელი სახე როგორც ექსტერიერში ასევე ინტერიერში. კვლევის საფუძველზე აღვადგინეთ ეზოს მხარეს თბილისისთვის დამახასიათებელი ღია და შემინული აივნები. უცვლელად დავტოვეთ მთავარი ფასადი, ასევე გადახურვის ძირითადი ნაწილი, შენობისთვის დამახასიათებელი გუმბათები. მცირედით შეიცვალა ეზოს მხარეს სახურავი და მოეწყო რესტორანი ღია ტერასით. შენობის სარეკონსტრუქციო პროექტის დამუშავებისასმაქსიმალურად ყურადღება მიექცა მის ავთენტური ფერების პალიტრას და დაკარგული დეკორატიული ელემენტების შენარჩუნება/აღდგენას. არსებული ჩავარდნილი შიდა ეზოს დონე გაუსწორდა რუსთაველის გამზირის დონეს, სადაც მოეწყო მიმზიდველი, რუსთაველის გამზირთან დაკავშირებული სივრცე, მის ქვეშ გაჩენილ სივრცეში კი მოეწყო კომერციული დანიშნულების ფართები.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია